ჩვენი მომსახურებები
BBD გთავაზობთ მექანიკური, ელექტრო და წყალმომარაგების (MEP) სისტემების სრულ ტექნიკურ გადაწყვეტასა და შესრულებას.
ჩვენი ფართო მომსახურების პორტფოლიოში შედის:
-
ვენტილაცია
-
გათბობა-გაგრილების სისტემები
-
წყალმომარაგება
-
წყალკანალიზაციის სისტემა
-
სადრენაჟე სისტემები
-
ელ. მომარაგების სისტემა
-
სახანძრო სიგნალიზაცია
-
ვიდეო მეთვალყურეობა
-
ხმოვანი ევაკუაციის სისტემა
-
დაშვების სისტემები (ACS)
-
შენობის მართვისა და ავტომატიზაციის სისტემა (BMS)
-
ხანძარქრობის სისტემა
-
სახანძრო ვენტილაცია
სერვისები
ვენტილაცია
BBD უზრუნველყოფს ვენტილაციის სისტემის დიზაინსა და სამონტაჟო სამუშაოებს, როგორც ინფრასქტრუქტურული, ასევე ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობისათვის. სავენტილაცი ო სისტემები უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის უწყვეტ მიწოდებასა და დამუშავებას. სისტემა მოიცავს ჰაერის შემომტან და გამწოვ არხებს, ვენტილატორებს, ფილტრაციას, სითბოს რეკუპერაციასა და ავტომატურ მართვას.
სავენტილაციო სისტემების საშუალებით, შენობაში იქმნება ჯანმრთელი, კომფორტული და ენერგოეფექტური გარემო როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტებისათვის.

სერვისები
გათბობა - გაგრილების სისტემა
BBD გთავაზობთ გათბობა-გაგრილების სისტემის სრულ მომსახურებას.
გათბობა-გაგრილების სისტემა მოიცავს გათბობისა და გაგრილების აგრეგატებს, მილგაყვანილობას, ფილტრებს, ვენტილებსა და თბომცვლელებს.
ენერგოეფექტური მუშაობა უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცისთვის.

სერვისები
წყალმომარაგება
BBD გთავაზობთ წყალმომარაგების სისტემის პროექტირებისა და ინსტალაციის სრულ მომსახურებას.
სისტემა უზრუნველყოფს სუფთა წყლის უწყვეტ მიწოდებას და განაწილებას ნებისმიერი ტიპის შენობაში. მოიცავს წყლის წყაროს, მილებს, ტუმბოებს, ფილტრაციასა და სანიტარულ მოწყობილობებს -რაც ქმნის უსაფრთხო და საიმედო ინფრასტრუქტურას.

სერვისები
წყალკანალიზაციის სისტემა
BBD უზრუნველყოფს წყალკანალიზაციის სისტემის პროექტირებისა და მოწყობის სრულ მომსახურებას.
სისტემა უზრუნველყოფს ნარჩენი და სანიაღვრე წყლების უსაფრთხო მოცილებას შენობიდან. იგი მოიცავს, მილებს, კოლექტორებსა და გამწმენდ ნაგებობებს, რომლებიც განაპირობებენ ჰიგიენურ, ეკოლოგიურად უსაფრთხო და საიმედო გარემოს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტებისათვის.

სერვისები
ელ. მომარაგების სისტემა
BBD უზრუნველყოფს ელექტრო მომარაგების სისტემის პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებს.
სისტემა უზრუნველყოფს საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული შენობების უწყვეტი და უსაფრთხო ელექტროენერგიით მომარაგებას. მოიცავს: საკაბელო ქსელს, ელექტრო ფარებს, დამცავ მოწყობილობებსა და სარეზერვო სისტემებს, რაც უზრუნველყოფს სტაბილური ენერგიის მიწოდებას.

სერვისები
სადრენაჟე სისტემა
BBD გთავაზობთ სადრენაჟე სისტემის პროექტირებისა და ინსტალაციის მომსახურებას.
სისტემა გამოიყენება ნიადაგში ჭარბი ტენისა და ნალექების მოსაშორებლად. მოიცავს: მილებს, წყლის მიმღებ ძაბრებსა და კოლექტორებს, რომლებიც უზრუნველყოფს წვიმის წყლის სწორად გადამისამართებას, იცავს შენობა-ნაგებობებსა და ნაკვეთებს დატბორვისაგან, რითიც ინარჩუნებს სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს.

სერვისები
სახანძრო სიგნალიზაცია
BBD გთავაზობთ სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის პროექტირებისა და მონტაჟის მომსახურებას.
სისტემა უზრუნველყოფს შენობაში ხანძრის ადრეულ გამოვლინებასა და ადამიანების უსაფრთხო ევაკუაციას. სახანძრო სიგანლიზაციის სისტემა მოიცავს: დეტექტორებს, სიგნალიზატორებსა და მართვის პანელებს, რაც ქმნის ეფექტური და სწრაფი რეაგირების საშუალებას სახანძრო საფრთხის დროს.

სერვისები
ვიდეო მეთვალყურეობა
BBD ახორციელებს ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის მოწყობის სრულ მომსახურებას როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
სისტემა უზრუნველყოფს შენობის, კონტროლირებადი ტერიტირიების და ობიექტების უწყვეტ თვალთვალსა და უსაფრთხოებას. მოიცავს კამერებს, რეგისტრატორებსა და მონიტორინგის მოწყობილობებს, რაც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ პერიმეტრი რეალურ დროში და შევინახოთ ჩანაწერები უსაფრთხოდ.

სერვისები
ხმოვანი ევაკუაციის სისტემა
BBD გთავაზობთ ხმოვანი ევაკუაციის სისტემის მოწყობის სრულ მომსახურებას.
სისტემა უზრუნველყოფს შენობაში ყოფნის დროს სიგნალებისა და შეტყობინებების სწრაფ და ნათელ გავრცელებას. მოიცავს დინამიკებს, კონტროლის პანელებს და სიგნალიზატორებს, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას საგანგებო სიტუაციებში.

სერვისები
დაშვების სისტემა (ACS)
BBD ახორციელებს დაშვების სისტემების პროექტირებისა და მონტაჟის სრულ მომსახურებას.
ACS სისტემა უზრუნველყოფს შენობაზე ან კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხო წვდომას. მოიცავს კარების საკეტებს, ბარიერებს, ბარათის ან ბიომეტრიულ ტერმინალებსა და მათი მართვის პანელებს, რაც უზრუნველყოფს ავტორიზებულ პირებზე წვდომის მარტივ და კონტროლირებად მართვას.

სერვისები
შენობის მართვისა და ავტომატიზაციის სისტემა (BMS)
BBD გთავაზობთ შენობის მართვისა და ავტომატიზაციის სისტემების ინსტალაციის სრულ მომსახურებას.
სისტემა უზრუნველყოფს შენობის სხვადასხვა ტექნიკური პროცესების ცენტრალიზებულ კონტროლსა და მონიტორინგს. სისტემა მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, სადენებს, სენსორებს, ცვლად სიხშირულ (VFD) და ცვლად სიჩქარის (VSD) ბლოკებს - რაც გამოიყენება გათბობის, კონდიცირების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების ავტომატიზირებული მართვისათვის.

სერვისები
ხანძარქრობის სისტემა
BBD გთავაზობთ, წყლისა და სპეციალური აირების მქონე ხანძარქრობის სისტემების პროექტირებისა და მონტაჟის მომსახურებას.
სისტემა უზრუნველყოფს შენობის დაცვის და ხანძრის გავრცელების კონტროლს. მოიცავს დეტექტორებს, სახანძრო კარადებს, ჰიდრანტებს, მილგაყვანილობას, ვენტილებს, ავტომატურ სარქველებს, სახანძრო კარებს, წყლის სატუმბ სადგურს, აირების რეზერვუარებსა და მონიტორინგის მოწყობილობებს - რაც ხელს უწყობს ხანძრის სწრაფად ლოკალიზებას და შენობის უსაფრთხოების შენარჩუნებას.

სერვისები
სახანძრო ვენტილაცია
BBD გთავაზობთ სახანძრო ვენტილაციის სისტემების მონტაჟს ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების შენობა-ნაგებობაში.
სისტემა, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფს კვამლისა და ცხელი ჰაერის სწრაფ გაყვანას შენობიდან. მოიცავს: კვამლის გამწოვ არხებს, ვენტილატორებსა და კონტროლის პანელებს, რაც ქმნის უსაფრთხო ევაკუაციის პირობებ, ხელს უწყობს ხანძრის ეფექტურ ჩაქრობას.

