top of page
ჩვენ შესახებ

BBD 2013 წელს დაარსდა და დღემდე აქტიური მოთამაშეა ბაზარზე სრული MEP (მექანიკური, ელექტრო და წყალმომარაგების) სისტემების დიზაინში, ტექნიკურ გადაწყვეტასა დაშესრულებაში. კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონლათა გუნდი, რომელთა 15+ წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კოლაბორაცია, წარმატებულად განხორციელებული პროექტების გარანტია. 
 


კომპანიის პროფილი მოიცავს სრულ MEP მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ საინჟინრო სისტემების პროექტირებას, მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ მომსახურებას. 
 


BBD პროექტები ხორციელდება EN, NFPA, ASHRAE, BS, SNIP სტანდარტებისა და რეგულაციის შესაბამისად. კომპანიას მინიჭებული აქვს ISO/IEC 11021-1 სერტიფიკატი, რაც ჩვენი მომსახურების ხარისხსა და მუდმივ განვითარებას უსვამს ხაზს.

ჩვენი გუნდი

ჩვენ გვჯერა, რომ BBD-ის წარმატების მთავარი ფაქტორი ჩვენი მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე გუნდია. გუნდის წევრების პროფესიონალიზმი, მაღალი მოტივაცია, კოორდინირებული მუშაობა და პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია ქმნის წარმატებულად შესრულებული პროექტების ვრცელ სიას. 

გოგა აბრამიშვილი

გოგა აბრამიშვილი

საწყობის მენეჯერი

მონაწილეობს საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და მონტაჟის პროცესებში.

აქვს ერთწლიანი გამოცდილება და მუშაობდა სხვადასხვა საინჟინრო სისტემაზე.


ნატო მელწაიძე

ნატო მელწაიძე

მხაზველი

საინჟინრო სისტემებს ნახაზებზე შესაბამისი გამოთვლების მიხედვით ასახავს.

მონაწილეობს კომპანიის მნიშვნელოვან პროექტებში, მათ შორის თელავის მულტიფუნქციურ კომპლექსში.

სალომე დუაძე

სალომე დუაძე

შესყიდვების მენეჯერი, თანაშემწე

მართავს შესყიდვების პროცესს და უზრუნველყოფს დირექტორის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

აქვს 3-წლიანი გამოცდილება მომწოდებლებთან ურთიერთობისა და შესყიდვების მიმართულებით.

ლუკა გულუა

ლუკა გულუა

მხაზველი

მუშაობს საინჟინრო ნახაზებსა და პროექტის დოკუმენტაციაზე.

მონაწილეობს გერგეთის პროექტში და პასუხისმგებელია BOQ-ისა და დოკუმენტაციის მომზადებაზე.

ალექსანდრ სერგეევი

ალექსანდრ სერგეევი

საკონსულტაციო ელექტროინჟინერი

პასუხისმგებელია ელექტრული სისტემების პროექტირებასა და ტექნიკურ კოორდინაციაზე.

აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება საინჟინრო და პროექტების მხარდაჭერის სფეროში.

ნიკიტა ლიმარენკო

ნიკიტა ლიმარენკო

ელექტრო დიზაინერი

აპროექტებს ელექტრულ სისტემებს კომერციული, ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ობიექტებისთვის.

ელექტრო დიზაინერის გამოცდილება აქვს 2013 წლიდან და მუშაობს საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან.

ლუკა კაპანაძე

ლუკა კაპანაძე

მხაზველი

საინჟინრო სისტემებს ნახაზებზე შესაბამისი გამოთვლების მიხედვით ასახავს.

გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მითითებული არ არის.

მაქსიმ გოლოვკო

მაქსიმ გოლოვკო

ავტომატიზაციის სისტემების ინჟინერი

აპროექტებს და ნერგავს ავტომატიზებულ სისტემებს სხვადასხვა ტიპის ობიექტისთვის.

აქვს კომპლექსური საინჟინრო სისტემების სრული ციკლის გამოცდილება.

Gray Structure

ვიმუშაოთ ერთად

This is the space to share the business's contact information. Let people know the best ways to get in touch and encourage them to reach out.

bottom of page