ქართულიEnglishРусский

13+ წლიანი გამოცდილება

BBD საინჟინრო ინდუსტრიაში აქტიური მოთამაშეა 2013 წლიდან. კომპანია გთავაზობთ მექანიკური, ელექტრო და წყალმომარაგების (MEP) სისტემების სრულ ტექნიკურ გადაწყვეტასა და შესრულებას. BBD პროექტები ხორციელდება EN, NFPA, ASHRAE, BS, SNIP სტანდარტებისა და რეგულაციის შესაბამისად. 

უახლესი ტექნოლოგია

ჩვენ ვაერთიანებთ პროფესიონალიზმს, ინოვაციასა და უახლეს ტექნოლოგიებს, რათა მივაღწიოთ საუკეთესო და მდგრად შედეგს ყველა პროექტში. ჩვენი მიზანია მუდმივად განვავითაროთ და განვსაზღვროთ მომავლის ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და ეფექტურობას.

პროდუქტიულობა და ოპტიმალურობა

ჩვენი მიდგომა საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ სრულყოფილ შედეგებს და განვახორციელოთ პროექტები მაქსიმალური ეფექტურობით. ვგეგმავთ და ვაკონტროლებთ პროექტის ყველა ეტაპს,  რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხი, სწორი ბიუჯეტი და  შესრულების ოპტიმალური ვადები.

კომუნიკაცია

ჩვენი მიზანია, ყოველ ნაბიჯზე ახალი იდეებისათვის მზადყოფნა, რაც პროექტის სრულყოფილად აღსრულებაში გვეხმარება. მნიშვნელოვანია მუდმივი, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია პარტნიორებთან, რათა ყველა დეტალი იყოს შეთანხმებული თქვენი მოლოდინების შესაბამისად. 

ჩვენ შესახებ

BBD 2013 წელს დაარსდა და დღემდე აქტიური მოთამაშეა ბაზარზე სრული MEP (მექანიკური, ელექტრო და წყალმომარაგების) სისტემების დიზაინში, ტექნიკურ გადაწყვეტილებებსა და შესრულებაში. კომპანიაში დასაქმებულია პროფესიონალთა გუნდი, რომელთა 15+ წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კოლაბორაცია, წარმატებულად განხორციელებული პროექტების გარანტიაა.

გაიგე მეტი

Architect on Building Siteshutterstock_660990388 (1).jpg

ვიმუშაოთ ერთად

This is the space to share the business's contact information. Let people know the best ways to get in touch and encourage them to reach out.

WhatsApp